მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ბოლო 3 წლის განმავლობაში მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან”

“ბოლო 3 წლის განმავლობაში მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან”

“ბოლო 3 წლის განმავლობაში, მქონია კონსულტაციები ივანიშვილთან. ისეთი კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას ეხმაურება.

მისივე თქმით, ივანიშვილთან სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა აუცილებელი იყო.

“ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად არ დამიმალავს და დასამალი არაფერია, რომ მე მქონია კონსულტაციებიც, რადგან ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები