მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა – ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა – ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოწამლულები ერთი  ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, ამის შემდეგ მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. ხუთივე კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ “სოკარ გაზის” წარმომადგენლები, მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

კომენტარები