მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გიგა შუშანია ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვს

გიგა შუშანია ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვს

ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  ქალაქის ისტორიული და სავიზიტო ბარათის რეაბილიტაციისთვის სამზადისი ისე მიმდინარეობს,  რომ საზოგადოებამ  არ იცის როგორი საბოლოო სახე ექნება მას.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის  გიგა შუშანიას თქმით,  იმ დროს როდესაც ქალაქში უამრავი წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასწორად და უხარისხოდ მიმდინარეობს, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად  უარესს შედეგს მივიღებთ.

გიგა შუშანია მოითხოვს, რომ პროექტის საჯარო განხილვა მოხდეს.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციისათვის 15 მილიონამდე არის გამოყოფილი.

კომენტარები