მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულის წყალსაცავის კუნძულები 3 მლნ ლარად გაიყიდა

ტყიბულის წყალსაცავის კუნძულები 3 მლნ ლარად გაიყიდა

სოფელ მანიჭორში, ტყიბულის წყალსაცავის კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა – როგორც BMG წერს, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.

კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა, თუმცა ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.

ჯერჯერობით საჯარო რეესტრში საკუთრების ცვლილება ასახული არაა.

კუნძული 1, ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი; საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი; გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;

კუნძული 2, ფართობი 21,421 კვადრატული მეტრი; საწყისი ფასი ₾120,000, გაყიდვის ფასი 676,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი; გაიყიდა 556 ბიჯის შედეგად;

კუნძული 3, ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი; საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
საინვესტიციო ვალდებულება – 6 მილიონი ლარი; გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;

ცნობილია, რომ კუნძულების მყიდველებმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელონ.

კომენტარები