მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ათასობით ოჯახს წყალი არ მიეწოდება – როდის აღდგება წყალმომარაგება ცნობილია

ქუთაისში ათასობით ოჯახს წყალი არ მიეწოდება – როდის აღდგება წყალმომარაგება ცნობილია

ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

როგორც “ინფო იმერეთს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, მთავარ მაგისტრალურ მილებში ჰაერის გამშვებების დამონტაჟება მიმდინარეობს, რის გამოც 7200 აბონენტს სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სხვადასხვა ობიექტებია განთავსებული. მესაკუთრეები აცხადებენ, რომ წყლის შეწყვეტამ მათ პრობლემები შეუქმნათ.

არსებული ინფორმაციით, წყლის მიწოდება დღის ბოლოს აღდგება.

კომენტარები