ქუთაისში, “დახმარების ეროვნულმა ფონდმა” ცენტრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა.
ფონდმა რამდენიმე ათეული ხანდაზმული რესტორან “სახლში” შეკრიბა და სადღესასწაულო სადილი მოუწყო.
ღონისძიებაზე ბენეფიციარებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
“ძალიან ბედნიერი დღევანდელი დღით. მიხარია, რომ ჩვენი ასაკის მიუხედავად არსებობენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვახსოვართ და მუდამ გვერდით არიან. ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქეს,”- აცხადებს ერთ-ერთი ხანდაზმული.
დახმარების ეროვნული ფონდი, 12 წელია, მაკ ჯორჯიას ფინანსური მხარდაჭერით სადღესასწაულო თარიღებს აღნიშნავს ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
კომენტარები