ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ავტოსადგომის მშენებლობის ვადების გაჭიანურებისა და ფასის გაზრდას აპროტესტებს “ლელო საქართველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პროექტის დასრულების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, ავტოსადგომის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის.
ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სახეზეა კორუფციისა და გულგრილობის ნიშნები. ის ასევე აეროპორტსა და ქუთაისის შორის დამაკავშირებელი გზის მოწყობას ითხოვს.
კომენტარები