ქუთაისში, გორას სასაფლაოზე მეწყერი ჩამოწვა. ორი საფლავი მეწყერის შედეგად მოწყვეტილია ძირითად სასაფლაოს, – ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თემურ ცამციშვილი ავრცელებს.
“გორაზე მდებარე სასაფლაოზე ჩამოწოლილია მეწყერი, მთლიანად მოწყვეტილია ორი საფლავი.
სასტუმროების მშენებლობის დროს მოჭრილი მიწა შემოაქვთ სასაფლაოს ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ, აკეთებენ მანქანების სადგომს, რის გამოც შეიცვალა რელიეფი და ნაწრეტი წყლის მიმართულება, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი”, – წერს თემურ ცამციშვილი.
კომენტარები