ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები არკვევენ, ვინ ჩაიდინა ქალაქის ცენტრში ვანდალური აქტი.
“მონპლეზირის” თაღთან არსებული კედლის მხატვრობა შავი საღებავებით გუშინ დასვარეს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხის მოძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
კომენტარები