მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” უპრეცედენტო უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი თევდორაძის განცხადებით, ქუთაისში სასტუმრო “თბილისის” ყოფილ შენობა ხელისუფლებამ ისე გაყიდა, რომ ნაგებობაში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართით არ დაუკმაყოფილებია.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა შენობიდან გამოსულიყო, რადგან ინვესტორმა ობიექტის დემონტაჟი დაიწყო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ადამიანების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

კომენტარები