პრეზიდენტის ვებგვერდი სავარაუდოდ, დაჰაკეს. President.ge ამ დროისთვის გათიშულია. ადმინისტრაციას ჯერ კომენტარი მომხდართან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.
საიტზე შესვლისას ჩნდებოდა თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: “დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს”.
Cozy Bear არის რუსული ჰაკერების ჯგუფი. დასავლური სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ის მოქმედებს რუსეთის FSB-ს ხელმძღვანელობის.
მანამდე, დღეს დილით ტელეკომპანია “ფორმულამ” განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმა იყო მათ ვებგვერდზე.
გუშინ დილით ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვერდზე. წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი. ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მუშაობდა. დაჰაკვის დროს ერთ-ერთ მასალაზე გაკეთებული იყო წარწერა “დიდება რუსეთს”.
კომენტარები