მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში, სოფელ საქარიქედში გზა ჩაინგრა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხარაგაულში, სოფელ საქარიქედში გზა ჩაინგრა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქარიქედში გზა ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა როგორც ავტომობილებით მოსარგებლეებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ბეტონის გზა ისე დააგეს, რომ სანიაღვრე ქსელი არ მოუწესრიგებიათ.

თუმცა, სოფელში პარალიზებული გზა ერთადერთი პრობლემა არ არის. მცოცავი მიწის გამო, დაზიანებულია საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც.

“გზა რომ გამოიყვანეს მერე დაიწყო ჩემმა სახლმა დანგრევა, კედლები სულ გადმოცვენილია. ის გზა ისე დააგეს, სანიაღვრე ქსელი არ მოაწესრიგეს. სახლი სულ დანგრეულია, კედლები სულ გადმოცვენილია, ჩემი ნაწვალები მინდოდა დარჩენოდა ჩემს შვილიშვილებს. ბავშვებმა ისწავლეს, კარგები არიან, ბებიისგან ერთი ქოხი არ უნდა დარჩეთ?!,”- აცხადებს ადგილობრივი ცისმარი შავიძე.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ.

“მიდის ეს მიწა ქვევით და მიჰყვება გზაც. არ გვაქვს წყალი. წყლის პრობლემაც არის. გზა ასე თუ ისე, ერთი აქ არის დაზიანებული, მეორე შემოსასვლელში. ფაქტობრივად, სოფელი არის მოწყვეტილი რაიონს. მოხუცები არიან მარტო, ან რამე დასჭირდეს, სასწრაფო ან რამე, მართლა მიუვალ სოფლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სოფელი იყო”, – აცხადებს ადგილობრივი მარინა შავიძე.

 

კომენტარები