მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვინ გასცა ამ სიმახინჯეზე ნებართვა, ბეტონის ურჩხულს ვინ აშენებს?!”

“ვინ გასცა ამ სიმახინჯეზე ნებართვა, ბეტონის ურჩხულს ვინ აშენებს?!”

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში,  “მონ პლეზირის” თაღსა და პირველ სკოლას შორის ბეტონის შენობის მშენებლობას ოპოზიცია აპროტესტებს.

“ნაციონალური მოძრობის” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქალაქის მერს  და “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა, ვინ გასცა ნებართვა ისტორიული პირველი სკოლის მიმდებარედ “ბეტონის ურჩხულის” მშენებლობაზე.

“ისტორიულ პირველ სკოლასთან ბეტონის ურჩხული შენდება, რომელიც იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე იქ არსებული შენობები. ვინ გასცა ამ სიმახინჯეზე ნებართვა? უცხოელმა, რომ ნახატი შავი წარწერებით გადაფარა მისი გამოსწორება მარტივია, მაგრამ ამ სიმახინჯეს ვინ გამოასწორებს, გაურკვეველ ბეტონის ურჩხულს, რომ აშენებთ?!,”- განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომენტარები