მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში რჩებიან

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში რჩებიან

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულები – გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. სააპელაციომ განუხილველად დატოვა დაკავებულების ადვოკატის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შესაძლო შეცვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქმის პროკურორმა განაცხადა. ის განმარტავდა, რომ პატიმრობის შეცვლას იმ შემთხვევაში მოითხოვდა, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ.

 

კომენტარები