იმერეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანმა იმშობიარა. მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. მოზარდმა კლინიკა დღეს დატოვა.
“ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“ – ამბობს თანასოფლელი.
კომენტარები