მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაღუპულია ჩემი დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, მეორე ოჯახში მამა და სამი შვილი, მესამე ოჯახში – დედა-შვილი”

“დაღუპულია ჩემი დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, მეორე ოჯახში მამა და სამი შვილი, მესამე ოჯახში – დედა-შვილი”

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებენ.

“სამაშველო მანქანების ხმა გავიგეთ, გამოვედით და ეს მდგომარეობა დაგვხვდა, სამი ოჯახია გადასწორებული, 9 ადამიანი გარდაცვლილი. ერთი ოჯახიდან სამი უპოვიათ, რობაქიძეები, დანარჩენები ჯერ არ ჩანს. ანგელოზი სამი შვილი ერთ ოჯახიდან, ტყუპი გოგონები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან, ყველა ცოდვაა”, – აცხადებს ადგილობრივი.

“ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპული არიან იქ მამა და სამი შვილი, მესამე ოჯახში დედა-შვილი”, – განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

სოფელ ნერგეეთში მეწყერი ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი, ხუთ ადამიანს კი ეძებენ.

კომენტარები