ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი.
ამჟამად მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი. ერთი ადამიანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
კომენტარები