მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალი, რომელსაც ბაღდათში სამი შვილი და მეუღლე დაეღუპა, ემიგრაციიდან დაბრუნდა

ქალი, რომელსაც ბაღდათში სამი შვილი და მეუღლე დაეღუპა, ემიგრაციიდან დაბრუნდა

ბაღდათში, ემიგრაციიდან დაბრუნდა ქალი, რომელსაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ქმარი და სამ შვილი გარდაეცვალა.

ახალგაზრდა ქალი ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად იყო წასული.

შვილებმკვდარი დედა ქალი სოფელში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.

სავარაუდოდ, ყველა გარდაცვლილს შაბათს დაკრძალავენ. მათ გადასვენებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ტაძარში გეგმავს.

სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულდა, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ვითარება ისევ საყურადღებოდ ფასდება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სტიქიის ეპიცენტრში რჩება და სახლებიდან გასვლას მხოლოდ ღამით გეგმავენ.

გეოლოგების დასკვნა კი ორ დღეში გახდება ცნობილი – სწორედ ამ დასკვნამ უნდა თქვა, რამდენად უსაფრთხოა სოფელ ნერგეეთში აღნიშნულ მონაკვეთზე ცხოვრება და დაბრუნდებიან თუ არა ევაკუირებული ოჯახები საკუთარ სახლებს.

ბაღდათში გლოვაა. სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს ემშვიდობებიან. ერთ ღამეში ჩამოწოლილმა მეწყერმა, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრიდან ოთხი ერთი ოჯახის წევრია – მამა და სამი შვილი.

კომენტარები