მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ამირან კოპალეიშვილმა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ამირან კოპალეიშვილმა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა.

“გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პეტრიწის მე-2 შესახვევში, პროექტის თანახმად წესრიგდება სანიაღვრე არხი და მოეწყობა ფეხით სავალი ტროტუარი, რისთვისაც გამოყოფილია 1 764 999 ლარი. აღნიშნული სამუშაოები პეტრიწის ქუჩაზე პირველად ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობითა და დაფინანსებით”, – აცხადებს ამირან კოპალეიშვილი.

აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები