მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ

ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყერის შედეგად დაღუპულ ორ პირს დღეს დაკრძალავენ.

დღეს სოფელში გარდაცვლილ დედა-შვილს – 67 წლის ზოია რობაქიძეს და 86 წლის შურა რობაქიძეს ემშვიდობებიან.

ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

სტიქიური უბედურების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები