მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შავ ზღვაზე ვიყავით, კაპიტანმა გამოაცხადა, ვბრუნდებით უკანო” – მგზავრი თვითმფრინავის უკან დაბრუნების დეტალებს იხსენებს

“შავ ზღვაზე ვიყავით, კაპიტანმა გამოაცხადა, ვბრუნდებით უკანო” – მგზავრი თვითმფრინავის უკან დაბრუნების დეტალებს იხსენებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ. მიზეზი ქუთაისი-ბარსელონის რეისზე, ასაფეთქებლის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა, რის შემდეგაც პილოტმა უკან, აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მგზავრებს პანიკის თავიდან აცილებისთვის მიზეზად თავდაპირველად ტექნიკური შემოწმების კიდევ ერთხელ გავლის საჭიროება დაუსახელეს, მას შემდეგ კი რაც ბორტი აეროპორტში დაჯდა, მიღებული ინფორმაციის შესახებ აცნობეს. 148 მგზავრი ამ დროისათვის აეროპორტის სტერილურ ზონაში იმყოფება და მათი შემოწმება მიმდინარეობს.

“აფრენიდან 8-9 წუთი იყო გასული, კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ტექდათვალიერების მიზნით ვბრუნდებით უკანო. შავ ზღვაზე ვიყავით. ძალიან მშვიდად ვიყავით, ეგ არც დაუშვია არავის, ბომბის სავარაუდო არსებობა”, – აცხადებს რეისის ერთ-ერთი მგზავრი დავით ქორიძე.

ამ დროისათვის ყველა რეისი გადადებულია. გამნაღმველები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული აეროპორტის ტერიტორიაზეც.

 

კომენტარები