ქუთაისში, საღამოს საათებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებით გადავსებულია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტრანსპორტი იშვიათად დადის, რის გამოც მგზავრთა ნაკადის დაბალანსებას ვერ ახერხებს.
ფოტოები, რომელიც მგზავრებმა მოგვაწოდეს, აღმაშენებლის გამზირზე #10 ტრანსპორტშია გადაღებული.
“გადაჭედილია ტრანსპორტი, ასე მგზავრობა როგორ შეიძლება?! თვითონ მთავრობა ბოლო მოდელის ჯიპებით დადიან, ჩვენთვის კიდე ავტობუსებიც არ ემეტებათ. ამ ავტობუსში არსებული მდგომარეობა არის ქუთაისში მთავრობის სახე”, – აცხადებს მგზავრი ლეილა დოლიძე.
კომენტარები