“შვილი მომიკლა, ხალხო, ესეც ფინალი, ტროტუარზე მიმისრისა გარეწარმაააა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მაკა ქურდაძის დედა ნინო კორინთელი წერს.
15 თებერვალს ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
დაღუპულია 65 წლის შურა ხურციძე და 44 წლის მაკა ქურდაძე. გარდაცვლილები ერთამენთის მეზობლები იყვნენ.
კომენტარები