გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა ოპტიმო 4 წელია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს, პროცესების გამარტივებაში, ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. ოპტიმომ ფილიალი ახლა უკვე ქუთაისშიც გახსნა და დასავლეთის რეგიონსაც სთავაზობს ადგილობრივ მომსახურებას – მაღაზიისთვის, დრაივისთვის და კვების ობიექტებისთვის.
როგორ და რაში ეხმარება ოპტიმო ბიზნესებს?
ოპტიმო მაღაზიის პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისთვის საჭირო და აუცილებელ ყველა ინფორმაციას. ეხმარება მენეჯერს მუდმივად აკონტროლოს პროცესები ობიექტზე, თვალი ადევნოს როგორი იყო დღე გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის მხრივ.
ოპტიმოს უპირატესობები
ოპტიმოს პროგრამა გამოირჩევა მარტივი და თანამედროვე ფუნქციონალით, cloud- based სისტემით, რაც შესაძლებელს ხდის მართო ბიზნესი ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია – მხოლოდ ლეპტოპით ან ტელეფონით.
პროგრამის სიმარტივისა და მოქნილობის მიუხედავად, ოპტიმო თავის მომხმარებელს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერასაც უწევს, შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისთვის.
რა ღირს ოპტიმოთი სარგებლობა?
ოპტიმოს პროგრამით სარგებლობისთვის არ გჭირდებათ ერთიანი ინვესტიცია. ბიზნესის პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, ოპტიმო გთავაზობთ ყოველთვიური გადახდის სისტემას, რომლის ღირებულება 40 ლარიდან იწყება და მორგებულია ბიზნესის მასშტაბებსა და მოთხოვნებზე.
ქუთაისის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით კი, იმერეთის რეგიონს სპეციალურ პირობას სთავაზობს – 50%-იანი ფასდაკლება 3 თვის განმავლობაში.
დააყენე ოპტიმო, გაიმარტივე ბიზნესის მართვა და სწორად დაგეგმე გზა წარმატებისკენ.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://optimo.ge/
ან დაუკავშირდით 0322 800 900.
მისამართი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის 7
კომენტარები