ქუთაისში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ქალაქის ცენტრში, სასტუმრო “დიმასის” ტერიტორიაზე გამვლელებმა მამაკაცი იპოვეს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელმა დაჭრა.
რა უძღოდა სასტიკ ანგარიშსწორებას წინ ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირისპირების ან კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
კომენტარები