მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაჭრილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აგრძელებს მკურნალობას”

“დაჭრილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აგრძელებს მკურნალობას”

ქუთაისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ზაქრო მამასახლისი, რომელიც წუხელ დაჭრეს, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოშია მოთავსებული.

მედიკოსების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“პაციენტი საეკლესიო საავადმყოფოში შემოყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით ის შეყვანილი იქნა “ემერჯენსის” განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა პირველად სამედიცინო დახმარება, მათ შორის ქირურგიული ჩარევა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამ ეტაპზე გადაყვანილია განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური”, – განაცხადა საეკლესიო საავადმყოფოს ემერჯენსის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა მესხმა.

დეპუტატი წუხელ საკუთარ სასტუმროსთან მეზობელმა დანით დაჭრა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები