მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვინმე რომ დაიღუპოს, მერე გამოჩნდებიან” – ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ქვები ცვივა

“ვინმე რომ დაიღუპოს, მერე გამოჩნდებიან” – ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ქვები ცვივა

გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე მიდის ქვეითებისთვის საშიშია – ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე არსებულ ავარიული ღობეებიდან ქვები და ბათქაში ცვივა.

ადგილობრივები იხსენებენ შემთხვევებს, როცა სამშენებლო ნარჩენები გამვლელ ტურისტებს დაეცათ და დაზიანებები მიიღეს.

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ ეხმარება.

“იყო შემთხვევა სკოლის მოსწავლე გადმოვარდა…ზურგჩანთა ეკეთა და ალბათ, იმან გადაარჩინა. ნასვამი კაცი კიდევ, ისიც გადმოვარდა. ღობე რომ გაგვიკეთონ, ცოტა შეამაგრონ, ქვები ცვივა ჩემთან საშინლად, დიდი, ლოდი ქვები და მეშინია მეც. ვინმე რომ დაიღუპოს, მერე გამოჩნდებიან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

“შიში ძალიან დიდი გაქვს. ზოგადად ეს ადგილი მეწყერსაშიში ზონაა, წვიმისას კი განსაკუთრებით საშიშია. ღამით სულ ქვები მოგორავს, საშინელი ხმები მესმის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვთქვათ, რომ არ გვეშინია, შეიძლება ბაგრატის ტაძრამდე ასეთი გზა მიდიოდეს?! მე რომ ტურისტი ვიყო მაგალითად და ამ გზას პირველად გავდიოდე, ნამდვილად არ მომეწონებოდა სახიფათო გზის გავლა”, – აცხადებს ადგილობრივი მანანა ახვლედიანი.

კომენტარები