მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, ავტობუსში მამაკაცი წაიქცა და სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმების დანახვაზე გაიქცა, პოლიცია დაედევნა”

“ქუთაისში, ავტობუსში მამაკაცი წაიქცა და სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმების დანახვაზე გაიქცა, პოლიცია დაედევნა”

ინციდენტი ქუთაისში – რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი წაიქცა და გონება დაკარგა.

ადგილზე მყოფებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების დანახვაზე მამაკაცი გაიქცა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ისინი კაცს დაედევნენ და გამოკითხეს.

“ეს კაცი წაიქცა და სასწრაფო გამოვიძახეთ, მერე კი მოულოდნელად გაიქცა, პოლიციაც მოვიდა, კაი ხანი მისდევდნენ სამართალდამცველები და გააჩერეს. მერე რა მოხდა არ ვიცი”, – აცხადებს თვითმხილველი ლეილა ლომსიანიძე.

კომენტარები