მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ბატონო სოსო, არ შეგრცხვათ, როდესაც ქუთაისელებს უთხარით, წადით ქუთაისიდან და თავს უშველეთო?!”

“ბატონო სოსო, არ შეგრცხვათ, როდესაც ქუთაისელებს უთხარით, წადით ქუთაისიდან და თავს უშველეთო?!”

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  კახა გაბუნიამ ქალაქის მერს სოსო ხახალეიშვილს ჰკითხა, ნანობს თუ არა მის განცხადებას ემიგრანტებთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქალაქის მერმა ემიგრაციაში წასულ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

“ბატონო სოსო, როდესაც ეს განცხადება გააკეთეთ, შემდეგ კი საკუთარ თავთან მარტო დარჩით არ ინანეთ ამ შინაარსის თქვენი განცხადება?! სირცხვილი არ არის, როდესაც ქალაქის მერი ამბობს, რომ აქ  ცუდია და წადით ემიგრაციაში და თავს უშველეთო? თუ ბიძინა ივანიშვილს ხაზს აგრძელებთ, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა ქვეყანა დატოვეთო?! ყველაფერს აქვს საზღვარი”, – განაცხადა კახა გაბუნიამ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქუთაისის მერმა უპასუხა და უთხრა, რომ მისი კოლეგა გიგა შუშანიაც იყო ემიგრაციაში და მალე დაბრუნდა, მან მის განცხადებაში იგულისხმა, რომ თუ ქუთაისელი წავა, გარკვეულ ფინანსებს დააგროვებს და შემდეგ მის ქვეყანას დაუბრუნდება ამაში ტრაგედია არაფერია.

“სახელმწიფოსთან ერთად ვაკეთებთ მაქსიმუმს რომ დაბრუნდნენ ემიგრანტები”, – განაცხადა სოსო ხახალეიშვილმა.

სხდომაზე დეპუტატმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის მოსახლეობამ კლება  “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროსაც დაიწყო და ამას ციფრები ადასტურებს.

კომენტარები