ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრის მარეხ ნიჟარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” არც ყოფილ და არც მოქმედ წევრებს, ბიძინა ივანიშვილზე უარყოფით კონტექსტში საუბრის უფლება არ აქვთ.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ხელისუფლებამ საერთოდ არ უნდა უპასუხოს, რადგან ისინი პასუხის ღირსი არ არიან.
“არ ხართ ღირსები, რომ გიპასუხოთ, მაგრამ მაინც გეტყვით. თქვენ როგორ ბედავთ და ივანიშვილს, როგორ ახსენებთ?! აგური აგურზე არ დაგიდევთ და საუბრობთ ადამიანებზე, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. თქვენს მთავარსარდალს, ქვეყნის დამაქცევარ სააკაშვილს მიხედეთ”, – აცხადებს მარეხ ნიჟარაძე.
“ქართული ოცნების” დეპუტატს ოპოზიციიდან ანა კოხრეიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა.
კომენტარები