მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს სხდომას სოციალურად დაუცველი მამაკაცი არ დაასწრეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომას სოციალურად დაუცველი მამაკაცი არ დაასწრეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომას მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი მამაკაცი არ დაასწრეს.

დავით გვეტაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კანცელარიას და დაცვაში დაჰპირდნენ, რომ მისცემდნენ შესვლის უფლებას, თუმცა შემდეგ დრო გააჭიანურეს და საკრებულოს სხდომა დასრულდა.

“მინდოდა მესაუბრა ჩემს პრობლემებზე, იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი ვარ, მაგრამ დახმარებას არ მაძლევენ, ასევე იმაზე, რომ უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ. მითხრეს დაგასწრებთ საკრებულოს სხდომასო, მაგრამ მისაღებში მატყუებდნენ დაიცადე ახლა აგიშვებ, ახლაო და რამდენიმე საათში სხდომაც დასრულდა”, – განაცხადა დავით გვეტაძემ.

კომენტარები