მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ყოფილი “პრესის სახლის” შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება 

ქუთაისში, ყოფილი “პრესის სახლის” შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება 

ქუთაისში, ყოფილი პრესის სახლის შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ამის შესახებ BMG-ს შენობის მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუცხადა.

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 2022 წლის ოქტომბერში გაიყიდა. “100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის” ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დასწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – 154 “ბიჯის” შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად თავიდანვე სასტუმრო იყო მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაეკისრა.

ადგილზე სასტუმროს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. როგორც ყოფილი “პრესის სახლის” ახალმა მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ bm.ge-სთან განაცხადა, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს და მშენებლობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მოპოვებული აქვს. შენობის მფლობელი ადასტურებს, რომ სასტუმრო ფუნქციონირებას კონკრეტული ბრენდის ქვეშ გააგრძელებს, მაგრამ არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

“გარე სამუშაოებს ვიწყებთ. შენობა არც ერთ შემთხვევაში არ დაინგრევა. რეკონსტრუქციის პროცესში ვართ. ისტორიულ შენობაში 100-ნომრიანი მაღალი სტანდარტების სასტუმრო განთავსდება, რომელსაც ყველაფერი ექნება იმისთვის, რომ 5 ვარსკვლავი მოიპოვოს. რამდენიმე კლასის ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, სპა, აუზი და ა.შ.

ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია ძირითადად ქონების შეძენასა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ზონაში პროექტირებას მოხმარდა. სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები ამ დრომდე არ გაგვიწევია. ახლა, მიჭირს იმაზე საუბარი თუ რა იქნება ჯამური თანხა, რასაც დავხარჯავთ, ან როგორი იქნება ვადები. გიდასტურებთ, რომ სასტუმრო სავარაუდოდ ერთ-ერთი ბრენდის ქვეშ დაიწყებს ოპერირებას, თუმცა ამ ეტაპზე ვერც იმას გეტყვით, ვისთან მაქვს მოლაპარაკების პროცესი”, – განუცხადა ჩუბინიძემ bm.ge-ის.

ცნობისთვის, ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის „ლიონ დეველოპერის“. მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობები.

კომენტარები