მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გეგმა არ მქონია, ხარვეზები დავინახე

ირაკლი კობახიძე – ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გეგმა არ მქონია, ხარვეზები დავინახე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა.

მისივე თქმით, დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით გადაწყდება.

“მაშინ გითხარით, რომ ზოგადად არ ვგეგმავდი იმ მომენტისთვის არავითარ ცვლილებას, ეს იყო პროცესი, საბოლოო ჯამში იყო ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. ასეთი გეგმა არ მქონდა, ნამდვილად არ მქონდა, როცა პასუხი გაგეცით ნამდვილად არ შედიოდა ჩემ გეგმაში მაგალითად ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე მე ხარვეზები და ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან.

ახალ მინისტრზე ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის, ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის წარმომადგენლებთან, გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები