თერჯოლაში, სოფელ ზედა საზანოში მომხდარი უბედური შემთხვევისას გადარჩენილი ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა “იმერმედიდან” უკვე გაწერეს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გაეწერა ბინაში. ჰიპოთერმია და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა”, – ამბობს ექიმი სოფო ბუსკივაძე.
მდინარე ძუსაში შაბათს 4 ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც ჩავიდნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელმაც 112-ში დარეკა. მაშველებმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად, მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს.
კომენტარები