მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება

გელათში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება

გელათში სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობის და მოზაიკის რა ნაწილის გადარჩენა მოხდება.

ამასთან გაგრძელდება გადახურვის სამუშაოები და მოეწყობა დროებით გადახურვის დროებითი გადახურვა. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.

კომენტარები