ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით გაფრენილი ფეხბურთელი, ქვეყანაში არ შეუშვეს.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 9 მარტს ქვეყანაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ფეხბურთელი.
“უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონური მხარე აცხადებს, რომ უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება.
კომენტარები