ქუთაისის მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, ქუთაისში ისტორიულ ქუჩებს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
“ქუთაისის 10 ყველაზე ძველი და ისტორიული ქუჩიდან 2 ეს არის. ნიუპორტის და გაპონოვის ქუჩები. ნიუპორტის მდგომარეობა სრულად სავალალოა, მიტოვებულ პოლიგონს ჰგავს მთელი ქუჩა.
სასამართლოს წინ იმხელა ორმოა ერთი მანქანა სრულად ჩავა და ამოვა. გაპონოვის ქუჩის კვეთასთან საშინელება ხდება, ჭის თავები 2 ცალი ლამის მანქანის სასიკვდილო ატრაქციონია, დვალიშვილის ქუჩისკენ შესახვევთან ფილების უსწორმასწორობაა, ეს ყველაფერი გზაჯვარედინს ურთულეს გასავლელს ხდის, როცა 2-3 მანქანაა, ამ 3-დან კი ერთი დისტრიბუცია არის მაღაზიაში.
ვარლამიშვილის ქუჩის კვეთასთან ანალოგიურად ამერიკული გორაკების ტიპის გზის დატალღვაა, ისევ ის ფილები, რაც სასამართლოსთან.
ასევე მე 2 რაიონის პოლიციის შენობიდან ვარლამიშვილის ქუჩამდე გზის ორივე მხარეს არის ნიშანი მანქანის გაჩერება აკრძალულია, ორივე მხარე სავსეა მანქანებით, ანუ ქუჩაზე, სადაც 4 მანქანა უნდა ეტეოდეს ჰორიზონტალურად, უგზოობის და ნიშნის არდამორჩილების გამო, 1 წუთის გზა ზოგჯერ 10 წუთის გზად და გაფუჭებულ სატრანსპორტო საშუალებად იქცევა.
პ.ს ისტორიულ უბანში კომუნისტების დროინდელ ლამპიონებზე, გაუბედურებულ სკვერზე და უძველესი ქუჩის საფეხმავლო პერსპექტივაზე არაფერს ვიტყვი”, – წერს აკაკი სულავა ჯგუფში “ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა”.
კომენტარები