სამი თვეა, ქუთაისს დაბინძურებული წყალი მიეწოდება, – ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.
როგორც პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი თევდორაძე აცხადებს, ჩანჩიბა-წყაროს ქუჩებზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილია დაზიანებული და დაბინძურებული წყალი მოსახლეობას მიეწოდება.
გიორგი თევდორაძე ქალაქის ხელისუფლებასა და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, პრობლემა დროულად გადაიჭრას.
კომენტარები