ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ბიბლიოთეკაში დაკვამლიანება იყო, ადგილზე მისულ მაშველებს კი, შენობის დერეფანში ელექტროსადენების მოკლე ჩართვით გამოწვეული დაკვამლიანება დახვდათ.
“დაკვამლიანებისთანავე ელექტროენერგია ავტომატურად გაითიშა, მაშველები დროულად მოვიდნენ, საბედნიეროდ, ხანძარი არ გაჩნდა”, – აცხადებენ ბიბლიოთეკაში.
კომენტარები