მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხონის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი კუხში ხანძარს 86 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, შეშის ღუმელი იყოს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენა არ გაუგია.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები