მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ეკონომიკას პარლამენტის აქ ყოფნა არ წაადგა

ირაკლი კობახიძე – ქუთაისის ეკონომიკას პარლამენტის აქ ყოფნა არ წაადგა

“ქუთაისში პარლამენტის ყოფნას არ ჰქონია არანაირი გავლენა ქალაქის განვითარებაზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ინფო იმერეთის” მიერ დასმულ შეკითხვაზე  ისაუბრა.

პრემიერს თქმით, ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებაზე საკანონმდებლო ორგანოს  პოზიტიური გავლენა  არ ჰქონია.

“ყველა დამეთანხმებით, ქუთაისში პარლამენტის ყოფნას არ ჰქონია არანაირი გავლენა ქუთაისის განვითარებაზე. არც ეკონომიკური კუთხით. ქუთაისის ეკონომიკას პარლამენტის აქ ყოფნა არ წაადგა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინოს. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისს ისეთი კონკრეტული გეგმები შევხედოთ ამ ქალაქს, რომ მის განვითარებას წაადგება. ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პროგრამას და ამ პროგრამაში ქუთაისს ექნება ღირსეული ადგილი”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანო  თბილისში 2018 წლიდან  გადაიტანეს.

კომენტარები