ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე #56-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარია.
აღნიშნულ შენობაში ამავე დროს საქართველოს ფოსტაა განთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უფუნქციოა.
პერიმეტრზე ათამდე სახანძრო ჯგუფია მობილიზებული, მიმდინარეობს ქრობის პროცესი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები