ქუთაისში ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას აკრიტიკებს.
“რუსული კანონის მიღება ნიშნავს ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის დასასრულის დასაწყისს საქართველოში”, – აცხადებს ხათუნა არველაძე.
“რუსული კანონის მიღება ნიშნავს – ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ფასეულობაზე, თავისუფლებაზე უარის თქმას”, – აცხადებს გიორგი თევდორაძე.
“რუსული კანონის მიღება ნიშნავს, კიდევ ერთ ნაბიჯს საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ”,- აცხადებს ელეონორა არჩაია.
“რუსული კანონის მიღება ნიშნავს უმუშევრობის და ფასების ზრდის, ქვეყნიდან მოსახლეობის წასვლის და მათი გაღარიბების გაგრძელებას”, – აცხადებს გიგა შუშანია.
“რუსული კანონის მიღება ნიშნავს, ჩვენი ხალხის საბოლოოდ გაწირვას სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის და ემიგრაციისთვის”, – აცხადებს თემურ ცამციშვილი.
კომენტარები