გელათის მონასტერში მოზაიკა სავალალო მდგომარეობაშია, რასაც უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენია სახლიას” წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი წერს.
“გელათის უნიკალური მოზაიკა ძირითადი ტაძრის აგების პერიოდისაა, (1125-30).
მოზაიკა ახლოდან Maka Bulia -ს და Mzia Janjalia – ს მიერ გავრცელებული ამ ფოტოების საშუალებით ვიხილეთ უმძიმეს მდგომარეობაში.
რამდენადაც, 2019 წლის წყლის გამოხატული ინფილტრაცია საპირისპირო მხარეს, დასავლეთ მკლავში მოხდა, მოზაიკის შესწავლას ჯიუტად არიდებდნენ თავს და გვიმტკიცებდნენ, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პირველ ეტაპზე დასავლეთის მკლავს დაკვირვება არც კედლის მხატვრობის ნაწილში ცდებოდა.
2022 წლის ოქტომბერში ღვთისმშობლის სახის რესტავრირებულ ნაწილზე დაზიანება იატაკიდანაც გახდა გარჩევადი, თუმცა წულუკიანის პერიოდში განგაშის მიზეზი ესეც არ გამხდარა.
მოზაიკის სავალალო მდგომარეობა – საერთაშორისო ექსპერტმა ნარდიმ დაადასტურა.
სხვა, მძიმე პრობლემებთან ერთად, საგულისხმოა, რომ ზოგიერთ სეგმენტზე მოზაიკის შრე კედლისგან 20 სანტიმეტრით არის დაშორებული.
ზედაპირის მდგომარეობის სიმძიმე ფოტოებზე ნათლად ჩანს.
დამძიმებული მოზაიკის ბედს ბუნდოვან პერსპექტივას უსახავს ვადები, რომელიც ნარდიმ კვლევისთვის აიღო. ერთი წლის კვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს კონსერვაციის სტრატეგია.
დანაკარგები მიმდინარეა.
როგორც ფერწერაზე, ისე მოზაიკაზე მომუშავე ჯგუფმა მარტის მისია დაასრულა. თუმცა, სამწუხაროდ მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა და მისიის მუშაობის შედეგებს ანგარიშებში ველოდებით”, – წერს თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის მონასტერში არსებული მოზაიკის ფოტოები სოციალურ ქსელში ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა გაავრცელეს.
კომენტარები