მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პროტესტის 25-ე დღე – სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

პროტესტის 25-ე დღე – სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

პროტესტის 25-ე დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში – სოფელ შუქრუთში მცხოვრები ათეულობით ოჯახი უწყვეტ აქციებს აგრძელებს.

მოსახლეობა “ჯორჯიან მანგანეზს” მიყენებული ზარალის პროპორციულ კომპენსაციას და სოფლიდან გასახლებას სთხოვს.

პროტესტის მონაწილეებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი მაღაროებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივების თქმით, კომპანია სოფელში სახლების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებდა, მიწისქვეშა ბიძგების გამო კი მათი სახლები დაზიანდა, დაიმეწყრა ეზოები და სახნავ-სათესი მიწები.

აქციის მონაწილეების თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” წლების წინ მათ შესაბამის კომპენსაციას დაჰპირდა, რის გამოც პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა შუქრუთელები ამბობენ, რომ ზარალის ადეკვატური კომპენსაციას მათ არ მიუღიათ.

მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

კომენტარები