მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “საქართველოს ფოსტის” შენობაში ერთ კვირაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში, “საქართველოს ფოსტის” შენობაში ერთ კვირაში ხანძარი მეორედ გაჩნდა

ქუთაისში, “საქართველოს ფოსტის” შენობაში ერთ კვირაში ხანძარი მეორედ გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შენობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე #56-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ხანძარი პირველად 3 აპრილს გაჩნდა. შენობაში განთავსებულია “საქართველოს ფოსტაც”.

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.

კომენტარები