ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას, არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში! დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხათუნა არველაძემ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
არველაძის თქმით, ისე როგორც “დაასრულეს ლეკიანობა საქართველოში, ისე დაასრულებენ ქოციანობასაც”.
“ქუთაისელებმა არაერთხელ თქვეს და იტყვიან თავისი სათქმელი ამ უდიდეს გზაზე, ევროპულ გზაზე. დაასრულებენ ქოციანობას საქართველოში, ისე როგორც დაასრულეს ლეკიანობა საქართველოში.
ქუთაისი არის ის ქალაქი, საიდანაც ყოველთვის იწყებოდა ევროპული მოძრაობა და დიახ, ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას – არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში!
დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში!“ – განაცხადა ხათუნა არველაძემ.
კომენტარები