ვანში 2023 წელს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წელს ვანში, 199 ბავშვი დაიბადა.
2022 წელს – 206; 2021 წელს – 253; 2020 წელს – 217; 2019 წელს 244; 2018 წელს კი 325 ბავშვი გაჩნდა.
2012 წელს ვანის მუნიციპალიტეტში 315 ბავშვი დაიბადა, 2004 წელს კი 241 ბავშვი გაჩნდა.
სტატისტიკა მიუთითებს, რომ ვანში ყოველწლიურად შობადობა მკვეთრად მცირდება.
კომენტარები