მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ჰერჩინსკი – ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული

ჰერჩინსკი – ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული

ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ.

მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები