მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებელი მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“გავილახე მაგრად, მაგრამ საქართველოსთვის გავილახო, ბიჭო რუსეთში მიგვაქანებენ, აღარ არის აქ სხვა ამბავი, რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ, ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ**ში ამათ”, – განაცხადა გარეთ გამოსულმა ელისაშვილმა.

კომიტეტის სხდომა ამ დროისთვის შეწყვეტილია.

კომენტარები